გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გიორგი შერმადინის საუცხოო სტარტი

გააზიარეთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი საუცხოოდ დაიწყო გიორგი შერმადინმა. ლიგა ენდესას პირველ ტურში ტენერიფემ მანდესას უმასპინძლა და 104:93 დაამარცხა.

ჩვენთვის სასიხარულო კი ტენერიფეს ქართველი ცენტრის გიორგი შერმადინის შესანიშნავი გარჯაა. ვეტერანი კალათბურთელი პარკეტზე გატარებულ 25 წუთში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და 28 ქულა, შვიდი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით პირველი ტურის MVP დამსახურებულად გახდა.

გიორგი შერმადინი და მისი ტენერიფე მომდევნო მატჩს უკვე ევროთასებზე, კონკრეტულად კი ჩემპიონთა ლიგაზე 8 ოქტომბერს გამართავს და იტალიურ ტრაპანთან გამარჯვებას შეეცდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი