გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

მარცხი, მაგრამ ღირსეული ბრძოლა

გააზიარეთ

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპაერისთვის ისტორიული შეხვედრა ავსტრიაში შედგა ვენის აუსტრიას წინააღმდეგ.

მიუხედავად 0:2 წაგებისა, დებიუტანტმა გუნდმა ევროპის საფეხბურთო არენაზე ღირსეულად იასპარეზა და თავი არ შეურცხვენია. ეს კლუბი სულ რამდენიმე წლის წინ, 2017 წელს შეიქმნა და ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონია. ევროთასებზე მოხვედრა გუნდმა საქართველოს თასის დაუვიწყარი გამარჯვებით შეძლო.

კლასის აშკარა სხვაობის მიუხედავად, ქართველებმა მატჩი იმ ენერგიით ჩაატარეს, რომელიც მხოლოდ მოტივირებულ და მებრძოლ გუნდს შეუძლია.

პირველი საგოლე მომენტიც სწორედ სპაერმა შექმნა, როცა პაპუნა ფონიავამ ძლიერად დაარტყა კარისკენ, ბურთი ოდნავ აცდა სამიზნეს. ამის შემდეგ თამაშში ინიციატივა მასპინძლებმა აიღეს და მე-8 წუთზე მანფრედ ფიშერის გოლით დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს აუსტრიას ორი რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ხარიხამ იხსნა სპაერი.

მეკარე ბუხუტი ფუტკარაძე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, მან არაერთხელ შეაჩერა ავსტრიელთა შეტევები.

საბოლოოდ, მეორე გოლი მატჩის ბოლო წუთზე, პენალტით გავიდა, დომინიკ ფიცმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

მიუხედავად წაგებისა, ანზორ კიღურაძის შეგირდებმა ევროპული ტურნირების პირველივე შეხვედრაში თავი პატივისცემით დაამახსოვრეს გულშემატკივარს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები