გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ქვილითაიამ და გულიაშვილმა თავი გამოიჩინეს

გააზიარეთ

კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის არისმა შინ 3:2 დაამარცხა უნგრული პუშკაში. მატჩში ერთ-ერთი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა მე-16 წუთზე პენალტით ანგარიში 2:0 გახადა. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსულმა გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა დაკარგა და ანგარიში გათანაბრდა, შეხვედრის ბოლოს სემედუს გოლმა გამარჯვება მოიტანა.

მეორე მატჩში გიორგი გულიაშვილის სარაევომ 2:1 სძლია ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას. გულიაშვილმა შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და აქტიურობითაც გამოირჩა, მექვაბიშვილმა კი თამაშში ჩართვა ვერ მოახერხა. მასპინძელთაგან გოლის ავტორი ასევე იყო კიერემე, სტუმრებიდან კი რომანჩუკი.

რაც შეეხება ევროპა ლიგასმ დონეცკის შახტარმა სტამბოლში 4:2 მოუგო ბეშიქთაშს. ქართველებიდან გიორგი გოჩოლეშვილი 88-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგოთა შორის დარჩა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები