გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ყველაფერი გორში გადაწყდება

გააზიარეთ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გორის დილა გასვლაზე, ლატვიური რიგას წინააღმდეგ დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა.

მასპინძელი გუნდი თამაშს თავიდანვე დომინანტურად მიუდგა და ბურთზე კონტროლი მოიპოვა. ლონგოს შეგირდებს სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა მოუწიათ, განსაკუთრებით რთული იყო პირველ ტაიმში, სადაც დილას მეკარემ დავით კერესელიძემ არაერთი ბურთი მოიგერია და გუნდი გოლისგან რამდენჯერმე იხსნა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ მე-6 წუთზე რიგას ბრაზილიელმა ლეგიონერმა, რეჯინალდო რამირესმა ანგარიში მაინც გახსნა.

მეორე ტაიმშიც ლატვიელებმა უკეთ გააგრძელეს და მეორე გოლიც გაიტანეს – ამჯერად იაგო სიკეირამ მოახერხა თავის გამოჩენა.

მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე კონგოელმა ფორვარდმა დეო ბასინგამ რიგას კარის აღება შეძლო და გორელებს შანსი დაუტოვა საპასუხო მატჩისთვის.

საბოლოოდ, შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. განმეორებითი შეხვედრა 31 ივლისს, გორში გაიმართება, სადაც დილას თავისი გულშემატკივრების წინაშე მეტის დამტკიცების საშუალება ექნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები