გამოგვიწერეთ

ნაკრები

მერხიდან ნაკრებში

გააზიარეთ

რამდენიმე დღის წინ ბოლო ზარი ჰქონდა, რამდენიმე დღეში კი ნაკრებში პირველი მატჩის მოლოდინშია. საუბარია თბილისის დინამოს ფეხბურთელ საბა ხარებაშვილზე, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.

ხარებაშვილი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ეროვნულ გუნდში – 16 წლის და 265 დღის. ხოლო, თუ ფარერებთან (5 ივნისს) ან კაბო ვერდესთან (8 ივნისს) ითამაშებს, გახდება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ნაკრების მაისური მოედანზე მოურგია.

სათამაშო რეკორდი ჯანო ანანიძეს ეკუთნის, რომლის დებიუტი ნაკრებში 2009 წლის 5 სექტემბერს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, იტალიის ნაკრებთან შედგა. ანანიძე 16 წლისა და 320 დღის იყო.

ჯანომ სულ ხუთი დღით აჯობა ლევან ყენიას, ვინაც სადებიუტო მატჩი 2007 წლის 8 სექტემბერს უკრაინის წინააღმდეგ 16 წლისა და 325 დღისამ ითამაშა.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები