გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“არასდროს დაკარგოთ რწმენა”, – ქოჩორაშვილი ლევანტეს დაემშვიდობა

გააზიარეთ

გიორგი ქოჩორაშვილი შემდეგი სეზონიდან კარიერას ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს, თუმცა იქამდე ქართველმა ნახევარმცველმა დაწყებული საქმე დაასრულა და ლევანტე ლა ლიგაში დააბრუნა.

ბოლოსწინა ტურში ბურგოსთან უხვგოლიან მატჩში (3-2) გამარჯვებით, ვალენსიურმა გუნდმა ლა ლიგაში აღზევება გაინაღდა, რასაც ქალაქში დიდი ზეიმი მოჰყვა.

ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქოჩორაშვილი იყო, რომელმაც ესპანელ გულშემატკივარს ლევანტეს ფეხბურთელის რანგში ბოლოჯერ მიმართა:

“ეს ყველაფერი თქვენ გეძღვნებათ – ამ ემბლემას, რომელიც თავდაუზოგავ შრომას, თავმდაბლობას და ძალისხმევას გამოხატავს. ნურასდროს დაკარგავთ რწმენას, რადგან ამ ემბლემით ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ. მიყვარხართ და ყოველთვის ჩემ გულში იქნებით”, – განაცხადა გიორგიმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები