გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“მინდა, მამაზე უკეთესი ფეხბურთელი გამოვიდე” – ლევან კალაძე

გააზიარეთ

თბილისის მერისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის უფროსი ვაჟი, ლევან კალაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. ახალგაზრდა ფეხბურთელი 18 აგვისტოდან რუსთავში დაიწყებს შეკრებას.

ლევან კალაძემ კარიერა სამტრედიაში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში კლუბთან ორწლიან პროფესიონალურ ხელშეკრულებასაც მოაწერა ხელი. მცველის პოზიციაზე მოთამაშე კალაძე 4-ნომრიან მაისურს ატარებს და გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე თვეა ვარჯიშობს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკუთარ მოტივაციაზე და მის გავლენებზე la gazzeta.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

„ყველაზე დიდი მოტივატორი მამა მყავს. მან მაჩვენა, რომ შრომით შესაძლებელია წარმატების მიღწევა. ძალიან მინდა, რომ მის ნდობას გავამართლო და უკეთესი ფეხბურთელი გამოვიდე. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ იმავე პოზიციაზე ვთამაშობ, რომელზეც ის იყო – მაგალითს მისგან ვიღებ და ბევრ რამეს მასწავლოს. მამა ყოველთვის გვერდით მიდგას,“ – აღნიშნა ლევანმა.

მცველმა ასევე თავისი საყვარელი ფეხბურთელიც დაასახელა:

„კრიშტიანო რონალდუ ჩემი კუმირია. მამას შემდეგ, სწორედ ის მაძლევს ყველაზე დიდ სტიმულს. რონალდუ თავდაუზოგავი შრომის მოყვარულია და მის თამაშებს ხშირად ვუყურებ,“ – განაცხადა კალაძემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი