გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძე: არ შეიძლებოდა სხვაგვარად დაწყებულიყო

გააზიარეთ

ვილიარეალის ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ოსასუნას წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის ეს ახალი ეტაპი სხვანაირად არც შეიძლებოდა დაწყებულიყო.

მიქაუტაძემ გოლი მატჩის 69-ე წუთზე შეაგდო და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება:

„პირველი გამარჯვება და პირველი გოლი. 69-ე… არ შეიძლებოდა სხვაგვარად დაწყებულიყო“ – დაწერა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ვილიარეალს ლა ლიგაში 10 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურის შეხვედრაში ესპანური კლუბი 23 სექტემბერს სევილიას დაუპირისპირდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები