გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის გოლი და ვილიარეალის მოგება

გააზიარეთ

ესპანეთის ლა ლიგაში ვილიარეალმა ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ ხუთმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

მე-15 ტურში ვილიარეალმა ხეტაფეს უმასპინძლა და 2:0 მუგო. მარსელინოს გუნდი ტეჯონ ბიუქენენის გოლით იგებდა, 64-ე წუთზე კი, მიქაუტაძემ ხეტაფეს მეკარეს თავზე ბურთი მოხდენილად გადაუგდო და ანგარიში 2:0 გახადა.

ჩვენებურმა მეორეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე საგოლე პასის ავტორზე დაფიქსირდა და გაუუქმეს, ჟორჟი მე-80 წუთზე შეცვალეს.

ვილიარეალი 35 ქულით მესამე ადგილზეა და ორი ქულით ჩამორჩება ბარსელონას, ხოლო ერთით რეალს. „წყალქვეშა ნავი“ მომდევნო ტურში ლევანტეს ესტუმრება, მანამდე კი, ჩემპიონთა ლიგაზე კოპენჰაგენს უმასპინძლებს.

თავად მიქაუტაძეს ლა ლიგაში 10 მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები