გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის შესვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა

გააზიარეთ

ლა ლიგის მეექვსე ტურში ვილიარეალმა სევილიას 2:1 სძლია. მატჩის ერთ-ერთ მთავარ გმირად გიორგი მიქაუტაძე იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო.

ანგარიში პირველ ნახევარში ტანიტოლუვა ოლუვასეიმ გახსნა, ხოლო შესვენების შემდეგ ჯიბრილ სოუმ მასპინძლებს წონასწორობა აღუდგინა.

მიქაუტაძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. ქართველმა თავდამსხმელმა ენერგიულად დაიწყო თამაში და რამდენიმე წუთში გადამწყვეტი მომენტიც შექმნა — ინდივიდუალური ოსტატობის შემდეგ მანორ სოლომონს ზუსტი პასი მისცა, რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო.

მიუხედავად იმისა, რომ მიქაუტაძე ძირითადში როტაციის გამო არ იყო, სეზონის სტარტი მას წარმატებულად აქვს. ოთხ შეხვედრაში უკვე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მოასწრო, ხოლო უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატში, სამ თამაშში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ვილიარეალი ექვს ტურში დაგროვილი 13 ქულით ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში, 27 სექტემბერს, ყვითლები ბილბაოს შეხვდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები