გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ცნობილია – რამდენად სერიოზულია ანდრონიკაშვილის ტრავმა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისთვის ევრობასკეტის მოსამზადებელი ეტაპი არც თუ ისე წარმატებულად მიდის, რადგან ჩვენებურებმა ყველა ამხანაგური შეხვედრა დათმეს.

ყველაზე დაძაბული პოლონეთთან გუშინდელი მატჩი იყო, სადაც გარკვეულ მომენტებში უპირატესობის მიუხედავად, ქართველებმა მეტოქე ვერ დაამარცხეს. მატჩის მეოთხე მეოთხედში ტრავმა მიიღო რატი ანდრონიკაშვილმაც, რის გამოც მან შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო.

საბედნიეროდ, ქართველი უკანახაზელის დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ანდრონიკაშვილი მწყობრში ჩადგომას უახლოეს მომავალში შეძლებს და ევრობასკეტს არ გამოაკლდება.

სანამ მოედანს დატოვებდა, რატის ურიგო შეხვედრა არ ჰქონია – 18 წუთში მეტოქეს 11 ქულა ჩაუგდო და თითო-თითო შედეგიანი პასი და ჩაჭრაც მიითვალა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი