გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ნიკო ვილიამსის ტრანსფერი ჩაიშალა! – მიზეზი ცნობილია

გააზიარეთ

ნიკო ვილიამსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისიდანვე კატალონიის ბარსელონაში ტრანსფერს უახლოვდებოდა და თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ვილიამსმა ბილბაოს ატლეტიკთან ახალი, გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2035-წლამდე გაგრძელდება. კონტრაქტის მიხედვით, გაიზარდა გამოსასყიდი თანხაც, რომელიც აქამდე 58 მილიონ ევროს შეადგენდა.

როგორც ირკვევა, ტრანსფერის ჩაშლა რეგისტრაციის საკითხმა გამოიწვია. ბარსელონას ფეხბურთელების რეგისტრაციაზე პრობლემები კარგა ხანია აქვს, ამ შემთხვევაშიც, მათ ვერ მისცეს გარანტია ვილიამსს, რომ რეგისტრაციის საკითხს მოაგვარებდნენ.

სწორედ ამიტომ, ნიკომ ბილბაოში დარჩენა ამჯობინა. ახალი კონტრაქტით, ვილიამსის გამოსასყიდი თანხა  წინასთან შედარებით 50%-ით იქნება გაზრდილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები