გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“მოსკოვის დინამოში თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა” – ლუკა გაგნიძე

გააზიარეთ

22 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე იჯარით გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ კრილია სოვეტოვიდან დაბრუნდა და მოსკოვის დინამოს წვრთნებზე სრული დატვირთვით მუშაობს. ლუკამ გოლი გაიტანა სერბულ ბელგრადთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც მოსკოველებმა 4:0 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოტა ხნის წინ ვალერი კარპინი დაინიშნა და მისი თქმით, გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები მოსალოდნელია და გადაწვეტილებებს მალე გაახმოვანებს.

გაგნიძემ Match TV-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კარპინთან პირადად არ უსაუბრია, თუმცა გუნდის თითოეულ წევრს შანსი მიეცემა თავის გამოსაჩენად:

“ახლახან დავბრუნდი იჯარიდან. ჯერ კარპინთან არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ ყველა მოთამაშეს მიეცემა შესაძლებლობა. რაც შეეხება ჩემს სურვილს – მოსკოვის დინამოში თამაში ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა”, – განაცხადა ლუკამ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები