გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ფლეი ოფს მიღმა დარჩა

გააზიარეთ

ჩელენჯ თასზე შავ ლომს შანსი ჰქონდა ფლეი ოფში გასულიყო და ახალი ისტორია დაეწერა. საამისოდ, იტალიური ძებრეს ბონუსით დამარცხება სჭირდებოდა.

ავჭალაზე თამაში ჩვენთვის სასურველი სცენარით დაიწყო და მესამე წუთზე ირაკლი ქვათაძე ძებრეს ლელოში შევიდა, ხოლო ლუკა ცირეკიძემ გარდასახა. იტალიელები მყისვე გააქტიურდნენ და მე-17 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ტაიმის ბოლომდე თამაშს იტალიელები აკონტროლებდნენ და მეორე ლელოც დადეს, ამასთან კაცი გაგვიძევეს. თუმცა, უმცირესობაში მყოფებმა მოვახერხეთ, მეტოქე დავაჯარიმეთ, მოედანზე მორაგბეების რაოდენობაც აღდგა, ხოლო შეტევის შემდეგ ანგარიშის თანაფარდობაც და ტაიმიც მორჩა.

შესვენების შემდეგ უკეთ ვითამაშეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, სახიფათოდაც ვუტევდით, მაგრამ ლელომდე მცირედი გვაკლდებოდა. ვერ გამოვიყენეთ რამდენიმე კარგი მომენტი და მეტოქემაც დაგვსაჯა – ამასთან, ნაკლებობაში. ბოლოს იტალიელებმა კიდევ ერთი მიაყოლეს და ფლეი ოფში ძებრე გავიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად რაგბი