გამოგვიწერეთ

ხელბურთი

რუბენ გარაბიას გუნდი საევროპოდ ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის მზადება დაიწყო. რუბენ გარაბიას გუნდი ჯგუფში ნორვეგიასთან, ავსტრიასთან და თურქეთთან ერთად მოხვდა.

პირველი მატჩი 5 ნოემბერს არის ჩანიშნული და ნორვეგიას ვესტუმრებით; 8 ნოემბერს თბილისში, ავსტრიას დავუხვდებით, ხოლო თურქეთთან ორი და ნორვეგია-ავსტრიასთან საპასუხო მატჩები უკვე 2027 წელს გაიმართება.

მოახლოვებული მატჩებისთვის ესპანელმა სპეციალისტმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 11 ლეგიონერია.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები

მეკარეები: დავით ნიქაბაძე (სტავროპოლი), გიგი რუხაძე (აიდოვშინა), ზურაბ ცინცაძე (ლეგიონოვო).

მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი არეშიძე, გიორგი კაპანაძე, გიორგი ლაპიაშვილი (ყველა სპორტუნი-პეგასი), ზურაბ გოგავა (ლემგო), ირაკლი გოგოლაძე, გუგა უთმელიძე (ორივე ბათუმი), დავით გრიშიკაშვილი (ნიმი), ნიკოლოზ კალანდაძე (პროვანსი), ირაკლი კბილაშვილი, თეიმურაზ ორჯონიკიძე (ორივე ტურდა), გიორგი ხელისუფალი (სამტრედია), ნიკოლოზ მამულაშვილი (სარაგოსა), ხაზეინ რუსტამოვი (კონსტანტა), გიორგი ცხოვრებაძე (ზაგრები).

ევრო 2028-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა რთული პროცესი არ სჩანს: ბრძოლაში 32 ნაკრები ჩაერთვება, ფინალურ ეტაპზე კი, 24 იასპარეზებს. ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია: ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები – ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.

საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები რვა ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ფინალური ეტაპის საგზურებს ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს, რომელთაც  ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატებათ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ხელბურთი