გამოგვიწერეთ

ქალთა ფეხბურთი

ოთო გოშაძე: მჯერა ამ ეტაპს გადავლახავთ

გააზიარეთ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედო კვირპოსში ომონიას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხა. ქუთაისური გუნდის რიგებში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა მეკარე ოთარ გოშაძემ რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და ის, რომ ტორპედო საშინაო შეხვედრას მეტ-ნაკლებად მისაღები შედეგით ხვდება მისი დამსახურებაა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მეკარემ კომენტარი გააკეთა.

“ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მევალება და თუ გუნდს ჩემი თამაშით ვეხმარები  მხოლოდ მახარებს. რთული მატჩი გამოვიდა, მაგრამ, თუმცა წინ ქუთაისში გასამართი მატჩია და ჯერ არაფერია დასრულებული. მადლობა საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს 31 ივლისს სავსე ტრიბუნების ქვეშ ვითამაშებთ. მჯერა, ამ ეტაპის გადალახვა შეგვიძლია.

ტორპედო-ომონიას განმეორებითი მატჩი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 31 ივლისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ქალთა ფეხბურთი