გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო ფარერებთან ბოლო წუთებზე დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩი გამართა და მესამედ დამარცხდა.

ირის ანტმანის გუნდმა თბილისში ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლა და 2:3 წააგო. არადა, ორჯერ ვიგებდით.

პირველ ტაიმში მაიკო ბებიამ პენალტი ზუსტად დაარტყა და ჩვენი გუნდი წინ გავიდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ფარერელებმა ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმში უკვე ნინო ბუხრუკიძის გოლით დავწინაურდით, მაგრამ მოპოვებული უპირატესობა ბოლო წუთებზე ხელიდან გავუშვით. 87-ე წუთზე სტუმრებმა პენალტით გაათანაბრეს, ხოლო 90-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

ირის ანტმანი:

„გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა – თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს ამით. სწორედ ეს მოხდა დღესაც.

ბოლოს ყველაფერი შეტევაში ჩავდეთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდოდა, და ამის ფონზე მესამე გოლიც გავუშვით.

ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ“.

ჯუგფში ახლა ასეთია სიტუაციაა: საბერძნეთს სამიდან სამი მოგება აქვს, ფარერებს – ოთხიდან ორი, ჩვენზე უკვე დავწერეთ. საკვალიფიკაციო ეტაპის დაკსვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 9 ივნისს, თბილისში, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში მიხეილ მესხი 2-ზე 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები