გამოგვიწერეთ

ქალთა ფეხბურთი

ლანჩხუთელი გოგონები ძალადობის წინააღმდეგ

გააზიარეთ

29 სექტემბერს, გვიმბალაურში, ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი უნდა გამართული – ლანჩხუთი ნიკე-ლუსოსთან მასპინძელი იყო. თუმცა, „გურია თუდეის“ ცნობით, ლანჩხუთის ფეხბურთელებმა თამაშის დაწყებამდე მოედანზე დიდი ბანერი გამოფინეს – ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის მონაწილეა! და სათამაშოდ არ გავიდა.

კლუბმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელა:

„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული.

სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე (ნიკე-ლუსო) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.

ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.

და ბოლოს, ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.

ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“!

„გურია თუდეის“ ცნობითვე, კლუბის პროტესტის მიზეზი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გახდა – გასულ კვირას, თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო ნიკე-ლუსოს ყოფილი პრეზიდენტი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი და ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა.

20 წლის ფეხბურთელი კლუბის ყოფილ მფლობელს 2025 წლის დეკემბრის წვეულების შემდეგ ძალადობაში ადანაშაულებდა. თავად ბიზნესმენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. პროკურატურა გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ქალთა ფეხბურთი