გამოგვიწერეთ

რაგბი

ორი დებიუტანტით ჰამბურგში

გააზიარეთ

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის  ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება. ჩვენი გუნდი მეორე ეტაპზე ჰაბურგში 27-29 ივნისის ჩათვლით ითამაშებს.

პირველი ეტაპისგან განსვავებით მწვრთნელებმა  სატურნირო განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელეს. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს რევაზ ხარაზიშვილი უბრუნდება.  ასევე, მაკარსკას ეტაპისგან განსხვავებით, ჰამბურგში იქნება გიორგი ჯობავა. გვეყოლება ორი დებიუტანტიც, ლელოს მორაგბეები – გიორგი ხუროშვილი და გიორგი ჩიქოვანი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჰამბურგის ეტაპზე:  ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები),  ლუკა ალიბეგაშვილი (ყაზბეგი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ხუროშვილი (ლელო), იოსებ მათიაშვილი (ყოჩები), სანდრო დარძულიძე (ლელო), რევაზ ხარაზიშვილი (არმია), ვაჟა მიქაძე (ბათუმი) , დავით იმნაძე (ყაზბეგი), სერგი ჩხაიძე (ბათუმი), გაგა ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გიორგი ჩიქოვანი (ლელო)

ჰამბურგში საქართველოს  ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები: საფრანგეთი, იტალია იქნებიან. ირლანდიის ნაკრებთან კი, ტექნიკური   მოგება 28:0 ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე, რომელსაც მაკარსკამ უმასპინძლა. გია ლაბაძის და ბესიკ ხამაშურიძის გაწვრთნილმა გუნდმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი