გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ორი ტრანსფერი დედლაინზე – ლივერპულის გეგმა

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლივერპული ძალიან აქტიურია, მათი მიზანი კი ფანჯრის დასასრულს კიდევ ორი ტრანსფერის გაკეთებაა.

ვინც მერსისაიდული გრანდის გარშემო არსებულ სატრანსფერო ინფორმაციებს თვალს ადევნებს, ეცოდინება, რომ მათი მიზანი ალექსანდრ ისაკისა და მარკ გეჰის ყიდვაა. შვედი ფორვარდი ნიუკასლს განუდგა და მერსისაიდულ გრანდში ტრანსფერს ითხოვს, ლივერპულში გადასვლაზე თანახმაა კრისტალ პალასის მცველიც.

ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ ლივერპულში სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ დედლაინზე ორივე მათგანის ყიდვაა შესაძლებელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი რომელიმე მათგანის მაინც.

პლეტენბერგის ინფორმაციით, ლივერპული მზადაა, ისაკისთვის ახალი შეთავაზება გააკეთოს, როგორც კი ნიუკასლისგან მწვანე შუქს მიიღებენ.

რაც შეეხება გეჰის, მას კონტრაქტი შემდეგ წელს ეწურება და თუ ტრანსფერი ახლა ვერ შედგა, სავარაუდოა, რომ ინგლისელ მცველს ლივერპული შემდეგ წელს უფასოდ გაიფორმებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები