გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

სიჭინავა: ხორვატიასთან მოგების შემდეგ ქეცბამ სააკაშვილს ეს უთხრა

გააზიარეთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, იუთუბის გადაცემა „ლაი-ლაიში“ სტუმრობისას თემურ ქეცბაიას შესახებ განსაკუთრებულ ისტორიას იხსენებს.

„მისი ყველაზე მაგარი საქციელი, რის შემდეგაც სულ რომ კაცი მოკლას, მაინც ვერ გადაფარავს. ხორვატიასთან გამარჯვების შემდეგ მეორე დღეს მე და ქეცბაია პრეზიდენტთან დაგვიბარეს. ვსხედვართ და იმდროინდელი პრეზიდენტი ეუბნება ქეცბაიას: „თემურ, თუ რამე გინდა – ფული, ზბორები, ან ახალი ეკიპირება – რაც გინდა, მთხოვეო“.

ქეცბამ უთხრა: „კი, ერთი თხოვნა მაქვს – დემეტრაძე გამოუშვითო“, – აღნიშნა სიჭინავამ.

სიჭინავას თქმით, ეს ეპიზოდი მისითვის ქეცბაიას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ღირსეული საქციელია.

ცნობისთვის, სწორედ იმ პერიოდში საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე დაკავებული იყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი