გამოგვიწერეთ

კალათბურთი

პირველი მატჩები შენგელიას გარეშე?! – ექიმების რეკომენდაცია

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025-სთვის მზადებას კვიპროსში, კაპიტან თორნიკე შენგელიასთან ერთად აგრძელებს. შენგელიამ მოსამზადებელი მატჩები გამოტოვა და ნაკრებს კვიპროსში შეუერთდა.

ჩვენებურებს ჯგუფის წილისყრაში დიდად არ გაუმართლათ – მასპინძელი კვიპროსისა და ბოსნია&ჰერცოგოვინას გარდა საქართველოს კონკურენცია ტურნირის ფავორიტებთან, ესპანეთთან, იტალიასთან და საბერძნეთთან მოუწევს.

ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, რომ ექიმები ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, საწყისი მატჩების გამოტოვებას ურჩევენ:

“გულის არითმიის გამო ექიმებმა თორნიკეს ურჩიეს, რომ საწყისი ორი შეხვედრა გამოტოვოს, თუმცა შენგელიას ორივე შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ფასად სურს. ესპანეთთან მისი თამაში ნაკლებად სავარაუდოა, იტალიასთან კი თამაშის ალბათობა გაცილებით მაღალია.

თუ შენგელია ესპანეთის წინააღმდეგ პარკეტზე გამოვა, ის საკუთარ ჯანმრთელობას დიდი საფრხის წინაშე დააყენებს”, – წერს მარკა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი