გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქალთა ნაკრები ისტორიის დაწერას იწყებს

გააზიარეთ

21 ნოემბერს საქართველოს ქალთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრება და მეორე დღეს რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს.

ისტორიული შეხვედრა ბუქარესტიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარე სნაგოვში გაიმართება, სადაც 9 000-მდე მაცხოვრებელია.

რუმინეთის ქალთა ნაკრები პირველად 2007 წელს შეიკრიბა და სადებიუტო მატჩში სერბეთი 65:0 დაამარცხა. 2007-08 წლებში კი, ფირა-ს ეგიდით ცხრა მატჩი გამართა, საიდანაც ხუთი წააგო და ოთხი მოიგო.

ამის შემდეგ რუმინეთის ქალთა ნაკრები დაიშალა, შარშან ისევ აღდგა და რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ბულგარეთი 66:12 დაამარცხა. მას შემდეგ ოფიციალურად აღარ უთამაშიათ.

საქართველოს ნაკრები კი, პირველად წელს გაზაფხულზე შეიკრიბა, ქუთაისში ყაზახეთის ნაკრებთან ორჯერ ამხანაგურად ითამაშა და ორივე წააგო.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მაისურაძემ უკვე შეარჩია ის 23 მორაგბე, რომლებიც პირველ ოფიციალურ მატჩში ითამაშებენ.

ხაზი: მანონი საღარაძე, ირმა გულიაშვილი, კირა დანელია, ნინო მეფარიშვილი, მარიამ ბერანძე, თეონა ჩიტაიშვილი, სალომე საღარაძე;

შერკინება: ანა რურუა, თამარი მანაგაძე, ანა კაპანაძე, ნათია გავაშელიშვილი, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, სალომე მაკასარაშილი, ანა დათიაშვილი;

მარქაფა: ანასტასია ახვლედიანი, ნინო გოგონიძე, გურანდა ხიჯაკაძე, მირანდა სააკიანი, ვერო კუნდუხაშვილი, ანანო ხაბულიანი, ტატა ბუზალაძე, თინი გორდეზიანი.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები