
2026 წლიდან სარაგბო ტურნირები ახალი ფორმატით გაიმართება. მსოფლიო რაგბიმ უკვე გამოაცხადა ახალი ტურნირის სტარტის შესახებ, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და მსოფლიო თასის პერიოდს არ დაემთხვევა.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს არცთუ კარგი ინფორმაციაა, რადგან ახალი ტურნირი „მოკლავს“ ტესტ-მატჩებს, რაც ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნები გარკვეული დროით პირველი დონის ქვეყნების ნაკრებებთან თამაშს ვეღარ შესძლებენ.
ტურნირი ორ დონედ ჩატარდება: პირველში იქნება ერთა ჩემპიონატი, რომელშიც ექვსი ერისა (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა) ნაკრებების გარდა ორი მიწვეული გუნდი – ფიჯი და იაპონია ითამაშებენ.
მეორე დონის ტურნირი ერთა თასი იქნება, რომელშიც საქართველო, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა, ზიმბაბვე და ჰონგ კონგი მოხვდნენ. მათ მე-12 გუნდად 2027 წლის მსოფლიოს თასის ბოლო საგზურს მფლობელი დაემატებათ. ეს ან სამოა იქნება, ანაც – ბელგია.
უკვე გარკვეული ისიც, რომ საქართველო ერთა თასის A ჯგუფში მოხვდება, სადაც ასევე იქნებიან რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ჰონგ კონგი და ზიმბაბვე; B ჯგუფში კი – აშშ, კანადა, ჩილე, ურუგვაი, ტონგა და მე-12 გუნდი.
ერთმანეთს A და B ჯგუფების წარმომადგენლები ეთამაშებიან. 2026 წლის ივლისში ბორჯღალოსნები სამ მატჩს სტუმრად ჩაატარებენ; სამაგიეროდ, ნოემბერში სამ სხვა უმასპინძლებენ. შედეგად, წლის ბოლოს A და B ჯგუფების გამარჯვებულები ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
პირველ ეტაპზე გავარდნა-აღზევების სისტემა არ იმოქმედებს, მაგრამ 2030 წლიდან შეიცვლება და ჩვენებსაც მაშინ მოუწევთ ზედა ეშელონში ასვლის შესაძლებლობა. როგორც უკვე ვარაუდობენ, ერთა თასის გამარჯვებულები ერთა ჩემპიონატის აუტსაიდერებთან ფლეი ოფში გაარკვევენ ვინ ითამაშებს ელიტაში.
მსოფლიო რაგბის ფედერაციის თავმჯდომარემ, ბრეტ რობინსონი:
„მსოფლიო რაგბი არსებობს იმისთვის, რომ გააერთიანოს ადამიანები და განავითაროს თამაში ისეთი ხატოვანი ღონისძიებების მეშვეობით, როგორიცაა მამაკაცთა და ქალთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატები. ასევე სტრატეგიული ინვესტიციების გზით პროგრამებში, რომლებიც რაგბის მასშტაბებს გააფართოებენ, შესძენენ აქტუალობასა და გავლენას. ახალი საერთაშორისო კალენდარი ამ მისიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.
უმაღლესი დონის ერთა ჩემპიონატთან ერთად, ერთა თასი ძლიერ პლატფორმას ქმნის, რათა პირველად გავიზარდოთ ტესტ-მატჩების კონტენტის კონკურენციის, კონკურენტუნარიანობისა და კომერციული შემოსავლების გარანტიით. ეს მამაკაცთა რაგბის მსოფლიო თასზე უფრო ძლიერ შედეგებამდე მიგვიყვანს, რაც ხელს თამაშის ზრდას შეუწყობს“.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 17 საათის agoვილი სანიოლის კრებული ბაჰრეინისთვის ემზადება
გააზიარეთსაქართველოს ეროვნული ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდმა, მიხეილ მესხი 2-ზე, არასრული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 დღის agoახალგაზრდულმა შეკრება ცვლილებით დაიწყო
გააზიარეთსაქართველოს 21 წლამდე ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის შეგირდები 5 ივნისს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 დღის agoვილი სანიოლი: წინსვლა და პროგრესი გვაქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩში რუმინეთს გაეჯიბრა და 1:1 ეთამაშა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი