გამოგვიწერეთ

ნაკრები

რამაზ სვანაძე: ტაქტიკა მეტოქეს უნდა მოვარგოთ

გააზიარეთ

18 ნოემბერს საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს. დღეს მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

რამაზ სვანაძე:

„გერმანიას ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდი ჰყავს. ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძლიერ ნაკრებებს შევხვდით, მაგრამ ერთსულოვნების ხარჯზე შედეგი მივიღეთ. ვცდილობთ, მზად ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის. საბერძნეთთან თამაშში ბევრი რამ გამოცდილებამ გადაწყვიტა…

გუნდს ორი ძირითად მიმართულება აქვს: ფეხბურთელები დიდი ნაკრებისთვის მომზადება; და, შედეგი. სუფთა სპორტული კუთხით მართლა რთული სამუშაოა. ყოველ ორ წელიწადში ახალი ფეხბურთელები გყავს, რომლებსაც დრო სჭირდებათ ინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის ამ ამოცანის შესრულება რთული იქნაბ, მაგრამ მაქსიმუმს ვეცდებით…

დიდი ხანია, ოთხი მცველით ვთამაშობთ. შესაძლოა, ხანდახან ძველ სისტემას დავუბრუნდეთ და სამი მცველით ვითამაშოთ, მაგრამ ეს ყველაფერი მეტოქის სტილზე, ჩვენს შემადგენლობასა და სხვა დეტალებზე იქნება დამოკიდებული“.

საქართველო-გერმანიის მატჩი 18 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები