გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში ჩავიდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. 18 ნოემბერს წლის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. მის ნაცვლად გუნდს ბულგარეთში მტკ ბუდეპაშტის 27 წლის მცველი, ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს პირველი სანაკრებო გამოძახებაა.

საქართველოს ნაკრები ბულგარეთში ასეთი შემადგენლობით ჩავიდა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი (ორივე მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);

თავდამსხმელები: იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (აელი, კვიპროსი).

შეგახსენებთ, ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 15 ქულით ლიდერი ესპანეთია. მეორე ადგილზე თურქეთია (12 ქულა), ვილი სანიოლის გუნდი 3 ქულით მესამე პოზიციაზეა. ბოლო ადგილზე უქულო ბულგარეთია.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ნაკრები