გამოგვიწერეთ

MMA

რამდენად სერიოზულია დვალიშვილის ტრავმა – მწვრთნელის განცხადება

გააზიარეთ

2 კვირაში მერაბ დვალიშვილი UFC-ს ქამრის დაცვას მეორედ ეცდება, ამჯერად კვლავ შონ ო’მალის წინააღმდეგ.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომლებშიც მერაბს ფეხის ნეკა თითი ჰქონდა დაზიანებული, რამაც მაშინვე აალაპარაკა MMA-ს მოყვარულები.

არსებული სიტუაციაზე დვალიშვილის პირადმა მწვრთნელმა, ჯონ ვუდმა ისაუბრა:

“ერთი დღით წავედი და უკვე რაღაც მოხდა. ბევრი ფიქრობს, რომ მერაბი სისულელეებს აკეთებს, მაგრამ ის არასდროს გამოაქვეყნებდა ისეთ რამეს, რაც მისი ბრძოლიდან ჩახსნას გამოიწვევდა, ამიტომ თუ მან ვიდეო დადო, ანუ სერიოზული არაფერია.

დარწმუნებული ვარ, მერაბმა თითი მართლაც მოიტეხა, მაგრამ მოსამზადებელ კემპში რაღაც დონეზე ყველა ტრავმირებულია. იმის გათვალისწინებით, თუ რა დატვირთვით ვარჯიშობს დვალიშვილი, ტრავმები გარდაუვალია, ეს წინა ბრძოლებთან შედარებით არაფერია.”

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA