გამოგვიწერეთ

MMA

რომან დოლიძე აგვისტოში იჩხუბებს

გააზიარეთ

ჩვენს ქვეყანაში, ბძოლას წესების გარეშე ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი მოყვარული გამოუჩნდა, რაც უპირველესად ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის დამსახურებაა. მათ ხომ თავიანთ წონებში UFC-ის საჩემპიონო ქამარი შემოირტყეს და ამით უამრავი ქომაგი გაახარეს, თუმცა არც სხვა ქართველი მებორძოლების დავიწყება ეგების, რომლებმაც შესაძლოა ანალოგიურ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ სპორტის ამ ძალისმიერ სახეობაში თავიანთი სიტყვა უსათუოდ თქვეს.

ერთ-ერთი ასეთი რომან დოლიძეა, რომელსაც UFC-ში დებიუტი 2020 წელს ჰქონდა. 36 წლის ქართველ სპორტსმენს კარიერაში გამართული 18 ბრძოლიდან 15 აქვს მოგებული. ბოლოს ის ოქტაგონზე მარტში გავიდა და გაიმარჯვა კიდეც. დოლიძემ იტალიელი მარვინ ვეტორი გალახა, რომელიც ერთი ხანობა საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტიც კი გახლდათ.

გადაყვეტილი ამბავია, რომ რომან დოლიძე (84კგ), რომელიც რეიტინგის მერვე ნომერია თავის მორიგ ბრძოლას 10 აგვისტოს ლას-ვეგასში გამართავს და მისი მეტოქე ამერიკელი ენტონი ერნანდესი იქნება. 31 წლის ერნანდესი UFC-ში 2019 წლიდან ჩხუბობს და 19 გამრჯვებაც აქვს მოპოვებული.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA