გამოგვიწერეთ

MMA

რა უნდა ვიცოდეთ ლევან ჩოხელზე, რომელიც მალე UFC-ში იჩხუბებს

გააზიარეთ

MMA-ს ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი კარიერის ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის. სულ მალე UFC-ში მისი დებიუტი შედგება. ინფორმაციას თავად სპორტსმენი ავრცელებს სოციალურ ქსელით.

28 წლის ჩოხელი ქვესაშუალო წონით კატეგორიაში (77 კგ) ასპარეზობს და პროფესიულ არენაზე უკვე დამკვიდრებული მებრძოლია. Tapology-ის სტატისტიკით, მას 17 ორთაბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 14 მოგებით დაასრულა, 3-ში კი მეტოქემ იზეიმა.

ლევან ჩოხელის წარმატებების პიკი ბოლო პერიოდში იყო. ამერიკულ ორგანიზაცია Palace Fighting Championship-ში ჩემპიონი გახდა, რაც UFC-ში მოხვედრის რეალურ ბილეთად იქცა.

ჩოხელისთვის დამახასიათებელია შეტევითი სტილი და მეტოქეთა დამაჯერებელი დამარცხება. კარიერაში გამარჯვებებიდან 11 ნოკაუტით აქვს მოპოვებული, 3 კი მსაჯების გადაწყვეტილებით.

რაც შეეხება მის წაგებებს: ერთხელ ნოკაუტით დამარცხდა, ერთხელ ქულებით, ხოლო ერთხელაც მტკივნეული ილეთის შედეგად.

ბოლო შეხვედრა ჩოხელმა 2025 წლის 24 მაისს ჩაატარა. ახლა კი მას ცხოვრებაში ყველაზე დიდი სცენა ელის – UFC, სადაც კიდევ ერთხელ ეცდება თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად MMA