გამოგვიწერეთ

წყალბურთი

აპოლოს პირველი გამარჯვება ევროთასზე

გააზიარეთ

წყალბურთელთა ევროთასზე თბილისის აპოლომ ბერძნულ აპოლონს უმასპინძლა და 21:20 დაამარცხა. ეს იყო ჯგუფის მეორე მატჩი. თუ პირველში, ბარსელონასთან, 5 წამით ადრე წავაგეთ, ახლა 7 წამით ადრე მოვიგეთ.

თამაში ცუდად დავიწყეთ. თითქმის მთელი ტაიმის განმავლობაში ვაგებდით. იყო მომენტი ოთხი ბურთითაც. თუმცა, მეორე პერიოდის დასრულებამდე წუთით ადრე გავათანაბრეთ და დიდ შესვენებაზეც ასე გავედით – 10:10.

შესვენების შემდეგ უპირატესობა ქართული გუნდის იყო და ერთ პერიოდი სამი ბურთით ვუგებდით. თუმცა, სტუმრები არ გატყდნენ და გაგვითანაბრეს. ერთია, დასკვნით მეოთხედს მაინც ორბურთიანი უპირატესობით შევხვდით – 17:15.

დასკვნითი მეოთხედი დაძაბული გამოდგა. ბერძნებმა რამდენჯერმე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ბოლო წამები კი, ნამდვილ დრამად გადაიქცა: 32 წამით ადრე ფრე იყო, ბურთს ვფლობდით და მეტოქე კაცნაკლული იყო. ჩვენების შემცდომა და შეტევაზე უკვე აპოლონია, მაგრამ ახლა თავად დაჯარიმდნენ შეტევაში, ჩვენების სწრაფი კონტრშეტევა და 7 წამით ადრე წინ გავდივართ. დარჩენილ დროში მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მივეცით და ესეც პირველი გამარჯვება ევროთასზე.

ამ დროისთვის ბარსელონასა და აპოლოს 3-3 ქულა აქვთ; აპოლონი 2 ქულით მესამეა; ბოლო ადგილზე ერთი ქულით ტერასაა. ერთია, ბარსელონა და ტერასა მოგვიანებით ითამაშებენ. შემდეგ ეტაპზე ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გადის.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად წყალბურთი