გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ხელბურთელთა ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიასთან გასვლითი მატჩით გახსნა. ჩვენს უმთავრეს გუნდს მისთვის პირველ ოფიციალურ მატჩში გაუძღვა ესპანელი მწვრთნელი რუბენ გარაბაია. ესპანელი მწვრთნელისთვის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. თუმცა, ჯგუფის მთავარ ფავორიტთან სტუმრად თამაშის გათვალისწინებით, დიდ მოულოდნელობად ნამდვილად არ უნდა მივიჩნიოთ.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და ადრეული უპირატესობა მოიპოვეს – 5:1. მეტოქის ძლიერი დაცვის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პირველ ნახევარში სამბურთიანი ჩამორჩენით სხვაობას ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლო წუთებში ნორვეგიელებმა უპირატესობა გაზარდეს და ტაიმი 20:12 მოიგეს.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო, მასპინძლებმა კი სხვაობა ისეთ ნიშნულამდე გაზარდეს, რომ თამაშის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

საქართველოს ნაკრები დამარცხდა ტორბიორნ ბერგერუდთან, რომელმაც 12 ბურთი მოიგერია და მოგვიანებით მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა; ნორვეგიამ გვაჯობა ძლიერი დაცვით და შეტევაში სწრაფი გადაწყობით.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 3 ბურთი გაიტანა.

თეიმურაზ ორჯონიკიძე:

„სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. შეხვედრა ცუდად დავიწყეთ და შეცდომებიც გვქონდა. როდესაც ვნახეთ, რომ ვაგებდით, გამოცდილი მოთამაშეები დავასვენეთ და თამაშის საშუალება ახალგაზრდებს მივეცით, თუმცა მათ სათანადო გამოცდილება არ ეყოთ. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ძალები ავსტრიასთან მატჩისთვის დაგვეზოგა. იმედია, ეს შედეგი ავსტრიასთან შეხვედრაზე უარყოფთად არ იმოქმედებს“.

ნორვეგია-საქართველო 40:23

საქართველოს ნაკრები: დავით ნიქაბაძე, ზურაბ ცინცაძე; გიორგი ლაპიაშვილი (3), გიორგი ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი (1), გიორგი არეშიძე (2), ირაკლი კბილაშვილი (2), გიორგი ცხოვრებაძე (3), თეიმურაზ ორჯონიკიძე (3), ირაკლი გოგოლაძე (2), ერეკლე არსენაშვილი (4), ზურაბ გოგავა, დავით გრიშკაშვილი, გუგა უთმელიძე (1), გიორგი კაპანაძე, ნიკოლოზ მამულაშვილი (2).

8 ნოემბერს საქართველო თბილისში ავსტრიას უმასპინძლებს, რომელმაც თავის მხრივ თურქეთის ნაკრებს 37:30 აჯობა.

ჯგუფიდან ორი საუკეთესო გადის, რომელთაც ექვსი ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც დაემატებათ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ხელბურთი