გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

რეკორდული ბენიტესი – რაფა ისევ საქმეშია

გააზიარეთ

მცირე ხნიანი უქმობა დასრულებულია. რაფაელ ბენიტესი საბერძნეთის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.

მოკლედ, 65 წლის ესპანელი სპეციალისტი, რომელიც ბოლოს ვიგოს სელტაში მუშაობდა ათენის პანათიკაიკოსს ჩაიბარებს. მისი ხელფასი წელიწადში ოთხი მილიონი ევრო იქნება, რაც როგორც უკვე ვთქვით ელადელთა საფეხბურთო ლიგისთვის რეკორდული თანხაა.

რაფაელ ბენიტესთან შეთანხმების შესახებ ოფიციალური დასტური გააკეთა თავად პანათიკაიკოსის ხელმძღვანელობამაც.

„ეს ახალი ეპოქის დასაწყისია“ – ნათქვამია ბერძნული გუნდის განცხადებაში.

რაფაელ ბენიტესს საკმაოდ მდიდარი სამწვრთნელო კარიერა რომ უმაგრებს ზურგს ორი აზრი არ არსებობს. ლივერპული, ინტერი, რეალი, ნაპოლი, ვალენსია, ევერტონი, ნიუკასლი – ეს ჩამონათვალიც ვგონებთ საკმარისი უნდა იყოს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი