გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

როგორ შეიქმნა ვესტ ჯორჯია და რატომ დაერქვა გუნდს ეს სახელი?

გააზიარეთ

ბათუმში დაფუძნებულმა ახალმა კლუბმა ვესტ ჯორჯიამ სწრაფად მოიპოვა ლიდერის სტატუსი – გუნდი რეგიონული ლიგის „გ“ ჯგუფს 50 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და დიდი ალბათობით მომავალ სეზონში მეოთხე ლიგაში ითამაშებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი 31 წლის ვაკო თევდორაძეა, რომელსაც ეს პირველი სამწვრთნელო გამოცდილებაა. მისი ხელმძღვანელობით „ვესტ ჯორჯიამ“ 18 მატჩიდან 16 მოიგო და მხოლოდ ორჯერ დასრულდა შეხვედრა ფრედ.

კლუბის სულისჩამდგმელი და დამფუძნებელი დურსუნ ბერიძეა, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ დააფუძნა კლუბი.

გთავაზობთ ამონარიდს:

– როდის დაარსდა „ვესტ ჯორჯია“ და ვინ იდგა კლუბის შექმნის იდეის უკან?

„კლუბი სულ ერთი წლის წინ დავაფუძნეთ. იდეის უკან მე, დურსუნ ბერიძე, და ორი ჩემი ახლო მეგობარი ვიდექით – სულხან დავითაძე და ალეკო ბერიძე. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ბათუმს ახალი საფეხბურთო კლუბი სჭირდებოდა. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო ისეთი გუნდის შექმნა, რომელსაც საკუთარი აკადემია ექნებოდა და ქართულ ფეხბურთს ახალი თაობა მოამარაგებდა.“

– რატომ გადაწყვიტეთ პროფესიულ ფეხბურთში შემოსვლა და აკადემიიდან პირველ გუნდამდე მისვლა?

„ბავშვობაში თავად ვთამაშობდი ფეხბურთს – დაახლოებით 14 წლამდე. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მომიწია კარიერის შეწყვეტა, მაგრამ სიყვარული ფეხბურთის მიმართ არასდროს გამქრალა. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი კვალი დამეტოვებინა ამ სპორტში. ამიტომ პირველი ნაბიჯი აკადემიის შექმნა იყო.

დღეს აკადემიისთვის სამი სტადიონი გვაქვს, მეოთხესაც ვაშენებთ. აკადემია 2024 წელს დავაფუძნეთ, და მალევე დავინახეთ, რომ საჭირო იყო პროფესიული გუნდის შექმნაც. მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენი აღზრდილები არ დაკარგულიყვნენ და გუნდის გარეშე არ დარჩენილიყვნენ. სწორედ ასე გაჩნდა ‘ვესტ ჯორჯია’.“

– რატომ დაერქვა კლუბს „ვესტ ჯორჯია“ – რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელწოდებას?

„სახელი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს რეგიონს – დასავლეთ საქართველოს. გვინდოდა, რომ ეს კლუბი აჭარისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს საფეხბურთო სახე გამხდარიყო. სწორედ ამიტომ დავარქვით ‘ვესტ ჯორჯია’.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი