გამოგვიწერეთ

ნაკრები

გოგლიჩიძე: თურქეთთან გოლები ამიტომ გავუშვით

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძე ბულგარეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან საკუთარი შთაბეჭდილებები გააზიარა:

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან წაგებული თამაშის შემდეგ კონცენტრაციას ყოველთვის სჭირდება მეტი ძალისხმევა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. მადლობა გულშემატკივარს – ასეთ ამინდში ასე გატაცებით ქომაგობა ადვილი არაა, მაგრამ ისინი ყოველთვის გვერდით გვიდგანან. ასევე მინდა მივულოცო კალათბურთელთა ნაკრებს – დღეს ნამდვილად საქართველოს დღე იყო.

ახლახან გადავედით ოთხ მცველზე და ბუნებრივია, დრო სჭირდება ყველაფრის დახვეწას. როგორც გურამთან, ასევე ლუკასთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობ. თურქეთთან გოლები იმიტომ არ გაგვიშვია, რომ ოთხი მცველით ვთამაშობდით. ცოტა მუშაობა გვჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ძალიან ძლიერი ნაკრები ვიყოთ, და რეალურად, უკვე ვართ კიდევაც,“ – განაცხადა გოგლიჩიძემ

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები