გამოგვიწერეთ

MMA

როდის დაბრუნდება მაკგრეგორი ოქტაგონზე?

გააზიარეთ

MMA-ს ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი შესაძლოა დიდ სპორტულ სცენას მალე დაუბრუნდეს. მას შემდეგ, რაც 2021 წლის ივლისში დასტინ პორიესთან მარცხის შემდეგ ოქტაგონზე აღარ გამოჩენილა, მისი დაბრუნების თაობაზე ბევრჯერ გავრცელდა სხვადასხვა ვერსია.

გასულ წელსაც, UFC 303-ზე ჩანიშნული ბრძოლა მაიკლ ჩენდლერთან ტრავმის გამო ჩაიშალა. ახლა კი მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში ისევ გაამახვილა ყურადღება თავის პერსონაზე — მისი თქმით, მზად არის ისტორიული ღონისძიების მონაწილე გახდეს, რომელიც შესაძლოა თეთრ სახლში გაიმართოს.

„100 მილიონი დოლარი, პლუს ამერიკის 100 ოქროს ვიზა ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და მეგობრებისთვის. მოუთმენლად ველი, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ დავატრიალო,“ – დაწერა მაკგრეგორმა X-ზე.

ცნობილია, რომ UFC-ს პრეზიდენტი დანა უაითი თვის დასაწყისში ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მათ პოტენციური ბრძოლები განიხილეს.

გრანდიოზული ღონისძიება 2026 წლის ივნისში უნდა გაიმართოს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად MMA