გამოგვიწერეთ

ხელბურთი

საქართველოს ნაკრებს ესპანელი გაწვრთნის

გააზიარეთ

საქართველოს ხელბურთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი რომ ეყოლებოდა, ჯერ კიდევ გასულ თვეში იყო ცნობილი, როდესაც ტიტე კალანდაძეს ისრაელთან მარცხი არ აპატიეს და თანამდებობიდან გაუშვეს. არადა, მანამდე ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

ახლა ჩვენს გუნდს 47 წლის რუბენ გარაბაია გაწვრთნის, რომელიც საქმეს 11 მაისიდან შეუდგება.

გარაბაიას ესპანეთის ნაკრებში 168 მატჩი აქვს ჩატარებული. არის 2005 წლის მსოფლიოს ჩემპიონიც; 2008 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელი; წლების განმავლობაში თამაშობდა ბარსელონაში და 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც უთამაშია.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ჩინეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი იყო, ხოლო ეგვიპტის კაცთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ხელბურთი