
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურიც დასრულდა. ორი უგოლო ფრე, ერთი მინმალური ანგარიში და ლიდერი ბათუმის დინამო ჯგუფს უკვე სამი ქულით გაექცა.
დინამო (ბთ)-მეშახტე 1:0
ბათუმი. ბათუმი არენა
1:0 შენგელია (18)
ბათუმელებმა ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. ფაქტიც სახეზეა – ზღვისპირელები ცხრილის თავში არიან.
მეშახტესთან შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლევან შენგელიამ გაიტანა. დინამოელმა ძლიერად დაარტყა. მართალია, ლევან ტყეშელაშვილმა რეაგირება მოახდინა, მაგრამ ბურთი მაინც შევიდა კარში.
აღსანიშნავია გოლის დროს ბათუმელთა ფორვარდის, პაულო ვიტორის მოქმედება, რომელმაც მეკარეს მანევრით ხელი შეუშალა.
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა.
დინამო (თბ)-იბერია 0:0
თბილისი. დინამო არენა
თბილისურ დერბიში ფრე უფრო ლიდერ დინამო ბათუმს აძლევდა ხელს და ზღვისპირელებიც ახლა უფრო სოლიდურად ლიდერობენ.
პირველი შანსი იბერიელებს ჰქონდათ – დინამოელთა მეკარე ლუკას ფლორესმა რთული ბურთი მოიგერია; მერე ვნახეთ მარიოს პურზიტიდისის მარცხნიდან შესვლა, დარტყმა და ამჯერად გიორგი მაკარიძის კარგი რეაქცია…
მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა: ერთ-ერთი ყველაზე კარგი შანსი დინამოელებს მიეცათ 88-ე წუთზე. მათე ვაწაძე და ჰალიდ დოლტმურზიევი იყვნენ შეტევაში, თითქმის ორი ერთზე, მაგრამ გოლით ვერ დაასრულეს – ჟან-მარკ ტიბუემ ითამაშა კარგად; მერე კი დოლტმურზიევის დარტყმულს ბაქარ ქარდავა და ანდრია ბართიშვილი ჩაუწვნენ… ბართიშვილმა ამ მომენტში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.
ბოლოს თორნიკე კვარაცხელიას ქუსლით პასს მოჰყვა ვაწაძის არაზუსტი დარტყმა. საბოლოოდ – 0:0.
გაგრა-რუსთავი 2:2
თბილისი. პეტრო არენა
0:1 ფაცაცია (10); 1:1 ბლიზნიჩენო (36); 2:1 ფეიქრიშვილი (71); ოსეი (90)
ამ გუნდების დაპირისპირება წინა კვირაშიც გაიმართა, საქართველოს თასის ნახევარფინალში გაგრამ რუსთავს 2:1 მოუგო და ფინალში გავიდა. ამჯერად – 2:2…
სწრაფი გოლი გავიდა: რუსთაველთა მცველმა ვაჟა ფაცაციამ კუთხურის შემდეგ თავურით გახსნა ანგარიში; პირველივე ტაიმში გაგრამ ლამაზი კომბინაციითა და ვიკტორ ბლიზნიჩენკოს გოლით უპასუხა; 71-ე წუთზე წინ უკვე გაგრა გავიდა: ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ორი კაცი მოატყუა და გამოზომილი დარტყმით დააბოლოვა; რუსთავმა ქულა მაინც მოიპოვა: მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში პრინს ოსეიმ ანგარიში 2:2 გახადა.
რუსთავმა ბოლოს ქულები ბლომად დაკარგა და ერთ დროს ლიდერი ახლა მეოთხე ადგილზეა. სავარაუდოდ, საჩემპიონო ბრძოლას გამოაკლდება…
ტორპედო-დილა 2:1
ქუთაისი. რამაზ შენგელია
1:0 შულაია (17); 1:1 შეყილაძე (35); 2:1 პირესი (68)
ქუთაისელები მე-17 წუთზე აკაკი შულაიას თავურით დაწინაურდნენ. საგოლე პასი მატეო სტამატოვისა იყო. დილამ პირველ ტაიმში გაათანაბრა ანგარიში – მოჰამედ კანტეს კარგ პასს შოთა შეყილაძის ტექნიკურად შესრულება მოჰყვა; 58-ე წუთზე ტორპედო მეორედ გავიდა წინ: ლაშა კუპრავამ მარჯვნიდან ჩააწოდა, სადაც ფელიპე პირესს დარტყმაში ხელი ვერავინ ვერ შეუშალა და 2:1.
ამ გამარჯვებით ტორპედო დილას დაეწია და ახლა ცხრილში თანაბრად არიან.
სამგურალი-სპაერი 0:0
წყალტუბო. 26 მაისი
გოლები უნდა გასულიყო: ჯერ სამგურალის მცველმა პაბულუ რიანმა ბურთი ხარიხას მოარტყა; მერე სპაერს არ გაუმართლა, როცა გოჩა ცირდავამ შორიდან ჩახვეული დაარტყა. მეკარე არსენ სიუკაევმა კარგი რეაქცია გამოამჟღავნა, მისგან ასხლეტილი ბურთი კი ხარიხას მოხვდა; ბოლოს სამგურალს იდეალური შანსი ჰქონდა: დავით კრასოვსკიმ ძელს მოარტყა ბურთი, შეტევა გაგრძელდა და კლაუდიო სებოლინიას თავური არაზუსტი გამოდგა.
სატურნირო ცხრილი:
1.დინამო (ბთ) 31 17 8 6 54-37 59
2.იბერია 31 17 5 9 45-33 56
3.დინამო (თბ) 31 15 10 6 50-32 55
4.რუსთავი 31 15 8 8 38-28 53
5.ტორპედო 31 10 10 11 50-42 40
5.დილა 31 12 4 15 41-39 40
7.სამგურალი 31 11 6 14 43-55 39
8.გაგრა 31 6 13 12 28-45 31
9.სპაერი 31 5 13 13 38-49 28
10.მეშახტე 31 3 11 17 23-50 20
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 33 წამი agoმამუკელაშვილი იგებს, ბითაძეს არ ათამაშებენ
გააზიარეთNBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა საკუთარ არენაზე მაიამი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
საქართველოს ჩემპიონატი
/ 36 წუთი agoდინამო ბათუმი მდევართა ჯგუფს სამი ქულით მოწყდა
გააზიარეთკრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურიც დასრულდა. ორი უგოლო ფრე, ერთი მინმალური ანგარიში და ლიდერი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 17 საათის agoბორჯღალოსნები შეკრებას ცვლილებებით იწყებენ
გააზიარეთბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შევიდნენ და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ. გაფართოებულ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი