გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილი იგებს, ბითაძეს არ ათამაშებენ

გააზიარეთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსმა საკუთარ არენაზე მაიამი ჰიტი უშანსოდ დატოვა – 138:117.

ცხადია, ეს გამარჯვება ლუკა დონჩიჩის გარეშე ვერ ჩაივლიდა: სლოვენიელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა – 42 ქულა, 7 მოხსნა, 13 პასი და გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მიმდინარე სეზონში არანაკლებ 30 ქულა რვიდან ხუთ მატჩში ჩააგდო.

საკუთარი წვლილი გამარჯვებაში ქართველმაც შეიტანა: მამუ საქმეში კვლავაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მაგრამ მოედანზე სოლიდური დრო – 27:53 წუთი გაატარა. მისმა მონაგარმა კი, 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა. სანდრომ ხუთიდან სამი ორიანი, ხუთიდან ორი სამიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო; პასივში ორი დაკარგვა და სამი ფოლი ჰქონდა, პლუს-მინუს კოეფიციენტით (10) კი, გუნდში მეოთხე იყო.

ლეიკერსს ბალანსი 6-2 აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. კალიფორნიელები მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, სტუმრად, საკრამენტო კინგსთან ჩაატარებენ.

ითამაშა გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმაც, რომელმაც საკუთარ არენაზე ვაშინგტონ ვიზარდსთან წააგო – 94:103.

მიუხედავად იმისა, რომ ორლანდოელებს ლიდერი, პაოლო ბანკერო აკლიათ, მისი დრო ქართველის გარდა ყველა სხვა კალათბურთელებზე გადანაწილდა. თუ წინა მატჩში მწვრთნელი გოგას 5 წუთით ენდო, ამჯერად საერთოდ არ ათამაშა.

მეჯიქს ბალანსი 2-5 აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 შედეგია. მომდევნო მატჩს გოგას გუნდს 6 ნოემბერს, სტუმრად, ფენიქს სანსთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი