გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

საზონოვი ტორინოს გეგმებში ბრუნდება

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველი საბა საზონოვი სლოვაკეთში მიმდინარე ევრო 2025-ზე ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარა და ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ტორინოს საკუთრებაში მყოფი 23 წლის ფეხბურთელი შარშან ზაფხულს ემპოლიში იჯარით გადავიდა, თუმცა ვარჯიშზე მიღებული მძიმე ტრავმის გამო სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვა.

ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდეგ საზონოვი მწყობრში ჩადგა და პოლონეთთან მატჩში შეუცვლელად ითამაშა, რაც საქართველოს გამარჯვებით (2:1) დასრულდა. საფრანგეთთან (14 ივნისი) და პორტუგალიასთან (17 ივნისი) მატჩების წინ მისი ყურადღება კვლავ ნაკრებზეა კონცენტრირებული.

სხვა მხრივ, ტორინოში ცვლილებებია – გუნდის ახალი მწვრთნელი მარკო ბარონი პირველი ივლისიდან შეუდგება მუშაობას და La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საზონოვი იმ შვიდ მოთამაშეს შორისაა, ვინც გუნდს შეკრებაზე შეუერთდება და ბარონის დაკვირვების ქვეშ იქნება.

ემპოლიმ მისი გამოსყიდვა (3.5 მლნ ევრო) არ მოისურვა და ფეხბურთელი ტორინოში ბრუნდება. იტალიური მედია აღნიშნავს, რომ საზონოვს აქვს შანსი, ახალ ციკლში მნიშვნელოვანი როლი მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ ტორინომ საბა 2023 წელს მოსკოვის დინამოდან შეიძინა. მას ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, სერია A-ში კი ტორინოს მაისურით 12-ჯერ ითამაშა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები