გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილის ირგვლივ სატრანსფერო ბრძოლა გაჩაღდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, როგორც ჩანს, სენტ ეტიენს Ligue 2-ში არ გაყვება და ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

დავითაშვილის მიმართ ინტერესს რამდენიმე ცნობილი გუნდი იჩენს. მისი ტრანსფერის შესახებ ჯერ სტრასბურის, გალათასარაისა და ბეშიქთაშის ინტერესზე გავრცელდა ინფორმაცია, ახლა კი ფრანგულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ ქართველი გარემარბი რენის სიაშია.

დავითაშვილმა გასული სეზონი Ligue 1-ში დამაჯერებლად ჩაატარა — 33 მატჩში გაიტანა 9 გოლი, გააკეთა 8 საგოლე პასი და მოიპოვა ერთი პენალტი. აღსანიშნავია, რომ მისმა ოთხმა გოლმა საჯარიმოს გარედან სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა. გულშემატკივრებმა ერთ-ერთი გოლი სეზონის საუკეთესოდ დაასახელეს.

სავარაუდოდ, ზურიკო სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში სენტ ეტიენს დატოვებს. როგორც ჩანს, ფეხბურთელს მსურველები ნამდვილად არ აკლია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები