გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

სათასო ამბები: მამარდამ მოიგო, კვარა გავარდა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი ინგლისის ასოციაციის თასზეც შედგა. ლივერპულის სამწვრთნელო შტაბმა ჩვენებური რანგით მესამე დივიზიონის ბარნსლის წინააღმდეგ ათამაშა. მერსისაიდელებმა კი მეტოქე მარტივად დაამარცხეს – 4:1.

მამარდაშვილს ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა და 26 ნოემბრის მერე პირველად ითამაშა. ჩვენებურს სამჯერ დაურტყეს კარში და ორჯერ მოიგერია.

ლივერპულს უახლოესი მატჩები პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში აქვს. სავარაუდოდ, ამ მატჩებში ძირითად შემადგენლობას ალისონ ბეკერი დაუბრუნდება.

ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ წელს მინიმუმ ერთი ტიტულით ნაკლებს მოიგებენ. საქმე ის არის, რომ საფრანგეთის თასის 1/16-ფინალაში პარი სენ-ჟერმენი პარიზთან 0:1 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

კვარაცხელია სანამ მოედანზე იყო, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა შემტევმა სამჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ; ოთხი დრიბლინგიდან სამი წარმატებული ჰქონდა; ბურთს 73-ჯერ შეეხო, აქედან 13-ჯერ მეტოქის საჯარიმოში; რვა ორთაბრძოლიდან ხუთი მოიგო. თუმცა, მწვრთნელმა მაინც შეცვალა და პსჟ-მაც ამის შემდეგ წააგო.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები