გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდროს მაგარი და გოგას კარგი მატჩი

გააზიარეთ

NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო და ორივე ქართველის გუნდი საქმეში ვიხილეთ.

სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი მილუოკი ბაქსს ესტუმრა და 111:105 დაამარცხა. ყოფილი გუნდის დამარცხებაში სოლიდური წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

სეზონში მესამედ სანდრომ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე სოლიდური დროს გაატარა – 36:25 წუთი. მონაგარიც შესაფერისი იყო – 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. მამუმ ექვსიდან ექვსი ორქულიანი და ექვსიდან ორი სამქულიანი ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ბურთი არ დაუკარგავს და თითქმის უშეცდომოდ ითამაშა. ჩვენებურის მოედანზე ყოფნის დროს ტორონტომ მეტოქეზე ექვსი ქულით მეტი ჩააგდო.

ტორონტოს 17 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. კანადელთა მომდევნო მეტოქე ბოსტონი იქნება, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხეა.

დენვერში სათამაშოდ ჩავიდა გოგა ბითაძის ორლანდო და 115:126 დამარცხდა.

გოგა სათადარიგო იყო, მაგრამ პარკეტზე 19:26 წუთის გატარება მაინც მოუწია, რა დროშიც 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. გოგამ ექვსიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი, ააცილა. დაკარგვა არც გოგას ჰქონია, მაგრამ მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში ორლანდომ 18 ქულა წააგო.

ორლანდო 15 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, იუტა ჯაზის წინააღმდეგ ჩაატარებს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი