გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველომ ლიეტუვა მეორედაც დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე ლიეტუველ თანატოლებს მეორე ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და მეტოქე ისევ 3:0 დაამარცხა.

წინა მატჩის მსგავსად, ანდრია ბართიშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო მესამე გოლი კი, მის ნაცვლად მოედანზე შესულმა გიორგი გორგაძემ შორეული დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, სანდრო კობახიძის გუნდი ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ისლანდიასა და საბერძნეთს უმასპინძლებენ. სამგუნდიანი ჯგუფიდან, შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ჭელიძე (ცარციძე 55), ა.ფოცხვერია (ნ.ფოცხვერია 55), გოგიჩაიშვილი (კნოევი 55), ცირამუა (რაზმაძე 55), კილაძე (ცქვიტაია 80), ფილაური, შარვაშიძე (ავდოიანი 46), კუნჭულია (ხატოიანი 46), ბართიშვილი (გორგაძე 55), ვარდანია (სარალიძე 80), კვარაცხელია (ლაგვილავა 68).

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები