გამოგვიწერეთ

Uncategorized

საქართველომ საბერძნეთთან ექსპერიმენტულად წააგო

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა და მეორედ წააგო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდი ამჯერად ბერძნებთან დამარცხდა 53:94.

უნდა ითქვას, რომ ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ მატჩის მოგებას თავიდანვე არ გეგმავდა. სერბმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე თავიდანვე დაასვენა, ხოლო ლიდერებს ბევრად ნაკლები დრო დაუთმო და აქცენტი დარჩენილ თამაშებზე გააკეთა. აქედან გამომდინარე, დიდი ანგარიშით მარცხი გასაკვირიც არ ყოფილა.

ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – კვიპროსთან (2 სექტემბერი) და ბოსნიასთან (4 სექტემბერი). ორივე მოსაგებია, რათა ფლეი ოფში შედარებით უკეთესი ადგილით გავიდეთ.

ანდრონიკაშვილი, მამუკელაშვილი (14ქ), ჯინჭარაძე (2ქ), ბურჯანაძე (2ქ), შერმადინი (11ქ, 7მ), სანაძე (11ქ), კორსანტია (8ქ), ფევაძე, შენგელია (2ქ), ბითაძე, ბოლდუინი (3ქ), ოჩხიკიძე

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად Uncategorized