გამოგვიწერეთ

Uncategorized

ევრობასკეტის აღიარება – ორი ქართველი საუკეთესოებში

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველებმა კვიპროსი დიდი სხვაობით დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა წინ ბოსნიასთან მატჩია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბრწყინვალედ გაისარჯა გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია და ორლანდო მეჯიქის ცენტრი გოგა ბითაძე. ევრობასკეტის მიერ დადებულ დღის საუკეთესო ხუთ კალათბურთელს შორის ორი სწორედ ქართველია – შენგელიამ 27 ქულა, 4 პასი და 4 მოხსნა გააკეთა, ხოლო ბითაძემ 21 ქულასთან ერთად 13 მოხსნა მიითვალა.

ქართველებთან ერთად ხუთეულში NBA-ს სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი (26 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი), ნიუ იორკ ნიქსის ფორვარდი გერშონ იაბუსელე (36 ქულა, 6 მოხსნა) და ბელგიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჰანს ვანინი (14 ქულა, 11 მოხსნა, 9 ასისტი) მოხვდნენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად Uncategorized