გამოგვიწერეთ

Uncategorized

კვერნაძე კლუბს შეიცვლის – მოლაპარაკებები დაწყებულია

გააზიარეთ

გიორგი კვერნაძისთვის ფროზინონეში ახალი სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყო – ქართველმა შემტევმა იტალიის თასზე მონცასთან გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

მიუხედავად ამისა, არაა გამორიცხული, კვერნაძემ ახალი სეზონი ახალ გუნდში გააგრძელოს. ფროზინონეს შემტევის გადაბირება ასევე სერია ბ-ს მკვიდრ კატანძაროს სურს, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კი უკვე დაიწყო.

როგორც ირკვევა, ორ იტალიურ გუნდს შორის მოლაპარაკებები ფეხბურთელების გაცვლაზე მიმდინარეობს – კვერნაძე ნიკოლო ბუზოს სანაცვლოდ. გარიგებას ის ართულებს, რომ ფროზინონეს კვერნაძის სანაცვლოდ 25 წლის ფეხბურთელის გარდა თანხის დამატებაც სურს, რამაც, შესაძლოა, მოლაპარაკებები ჩაშალოს.

კატანძაროს კვერნაძის სანაცვლოდ ბუზოს გარდა თანხის დამატება ეძვირება, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჯერ კიდევ ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი, მოლაპარაკებები კი გრძელდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად Uncategorized