გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ ღიაც წააგო

გააზიარეთ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი საკონტროლო ლიეტუვასთან გამართა და 54:77 დამარცხდა.

ალეკსანდრ ჯუკიჩის გაწვრთნილი გუნდი ამ მოსამზადებელ ეტაპზე ღიად პირველად ვნახეთ და დიდად აღფრთოვანებული ვერ დავრჩით. იყო უამრავი ხარვეზი, რაც სასწრაფოდ გამოსასწორებელია.

ბალტიისპირელებთან გვაკლდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი თორნიკე შენგელია. თუმცა, ამჯერად უნდა გამოჩენილიყო რისი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ სასიკეთო ჯერ ვერაფერი დავინახეტ. ამას ჰქონდა გარკვეული მიზეზები და ამ ტემაზე ხვალ უფრო ვისაუბრებთ, რადგან უფრო ფართოდ გვინდა ეს თემა გავშალოთ.

პირველი მეოთხედი მხოლოდ სამი ქულით წავაგეთ, მაგრამ ლიეტუველები პერიოდულად ზრდიდნენ უპირატესობას და საქმე ბოლომდე ისე მიიყვანეს, რომ პრობლემები არ შექმნიათ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი