გამოგვიწერეთ

კალათბურთი

16 წლამდელთა უშანსო მარცხი სერბეთთან

გააზიარეთ

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და მეორედ წააგო. ნიკა ბურჯანაძის შეგირდები ამჯერად სერბეთთან დამარცხდნენ – 63:99.

დასაწყისში ჩვენი გუნდის ლიდერობამ სულ წუთი და 14 წამი გასტანა, დარჩენილი დრო კი მდევრის როლში გავატარეთ. თუმცა, სადევნიც არაფერი გვქონდა – სერბები მეთოდურად ზრდიდნენ ანგარიშში სხვაობას.

მეტოქემ პირველი მეოთედი რვა ქულით მოიგო, ხოლო დიდ შესვენებას 22-ქულიანი უპირატესობით შეხვდა, დასკვნითი 10-წუთეულის წინ კი სხვაობა უკვე 33 ქულა, რასაც ბოლოს კიდევ სამი მიამატეს და მატჩიც მარტივად მოიგეს.

ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს ლუკა ფოჩხუა (11) ასცდა; საბა პატაშურმა 7 პასი მიითვალა.

ჯგუფის ბოლო მატჩშ ჩვენი გუნდი ხვალ, გერმანელ თანატოლებთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ფლეი ოფში ჯგუფიდან ყველა გუნდი გადის და ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი