გამოგვიწერეთ

კალათბურთი

რა სირბილი, ფეხზე ძლივს დადის – არეულობა მეტოქის ბანაკში

გააზიარეთ

მოახლოებულ ევრობასკეტზე საქართველოს ერთ-ერთი მეტოქე ბოსნია რომ იქნება გულშემატკივარს კარგად მოეხსენება. ჩვენი გუნდი, ბოსნიელებთან 4 სექტემბერს, ჯგუფის ბოლო მატჩში ითამაშებს და შესაძლოა ეს დაპირისპირება ფლეი-ოფში გასასვლელად გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მოკლედ, ბოსნია საქართველოსთვის უშუალო კონკურენტია.

ამასობაში კი მათ ბანაკში არეულობაა. ბოსნიელთა მთავარი მწვრთნელი ადის ბეჩირაგიჩი ამხანაგურ მატჩებში თავისი შეგირდების, განსაკუთრებით კი გუნდის ლიდერის და ნბა-ს ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელის იუსუპ ნურკიჩით უკმაყოფილოა და არც საჯარო კრიტიკას ერიდება.

ბოსნიელები ამხანაგურ მატჩებში ჯერ სერბეთთან განადგურდნენ და 37 ქულიანი სხვაობით (89:126) წააგეს, ხოლო შემდეგ არც მონტენეგროსთან დაადგათ უკეთესი დღე – 90:102.

„იუსუპ ნურკიჩი საშინელ ფორმაშია. ჩვენ მისი გვეიმედება, ის კი რა სირბილზეა საუბარი ფეხზე ძლივს დადის. ევრობასკეტამდე ბევრი დრო აღარ დარჩა და უკეთ მომზადება გვმართებს“ – აღნიშნავს ბოსნიელთა დამრიგებელი.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი