გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ შანსი დაიტოვა

გააზიარეთ

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში მონაწილეობს და მიზნად აღზევება დაუსახავს. თუმცა, საამისოდ სერიოზული ბრძოლა აქვს გადასატანი.

ჩვენმა გუნდმა ტურნირი ორი მარცხით დაიწყო და ორივე ბრძოლაში წააგო: ჯერ პორტუგალიასთან (61:65), შემდეგ – დანიასთან (83:85). ამას მოჰყვა მოგება აზერბაიჯანთან (82:66), ხოლო დღეს უკრაინას 93:72 აჯობეს.

თამაში თანაბრად დაიწყო, მაგრამ პირველი მეოთხედის ბოლოს საქართველომ მოუმატა და 25:17 დაწინაურდა. მეორე მეოთხედის დასაწყისი უკვე უკრაინელების იყო და 5 წუთში ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენებმა ისევ იძალეს და დიდ შესვენებაზე ექვსქულიანი ფორით გავიდნენ – 47:41.

ანტრაქტის შემდეგაც უკრაინელებმა იყოჩაღეს და ისევ წინ გავიდნენ. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილ გუნდს წაგება არ სურდა, რადგან აღზევების შანსი იკარგება, მოუმატა და ბოლო პერიოდის წინ ცხრა ქულით იგებდა – 67:58.

დასკვნითი მეოთხედი ჩვენებმა კიდევ უფრო კარგად ჩაატარეს და, როდესაც სხვაობამ 17 ქულას მიაღწია, მოედანზე ყველაფერი ნათელი გახდა.

მათე ხატიაშვილმა და ლუკა ტაბაღუამ 27-27 ქულა დააგროვეს, ხოლო გიორგი ჭირაქაძეს კი ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა – 14 ქულა, 9 მოხსნა.

საქართველოს ნაკრებს ორი მოგება და ამდენივე მარცხი აქვს, ბოლო ტურში კი რუმინეთს გაეჯიბრება და აუცილებლად მგება სჭირდება. თუმცა, შესაძლოა ჯგუფში 1-2 ადგილზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი